ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პოდოლიაკი: ეს ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის სწრაფად დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით,  ომის სწრაფად დასასრულებლად ერთადერთი საშუალება უკრაინისთის შეიარაღების მიწოდება და რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებაა.

როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, ომის დროში გაწელვა მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისს გაუწიოს პროვოცირებას.

“წამყვანი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურებამ შესაძლოა მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს. ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით, რუსეთის “სისხლისგან დაცლაა”. ვინც ომზე თვალის დახუჭვას ირჩევს ფასების ზრდის შიშით, ერთსაც მიიღებს და მეორესაც”, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

იტვირთბა....