კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა უკრაინაში ბევრ გაუგებრობას დაუსვა წერტილი. წულუკიანის თქმით, გამოჩნდა, რომ ინფორმაციები, რომლებიც უკრაინულ მხარეს გააჩნდა, ტყუილზე იყო დაფუძნებული.
“შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში. შედეგის მიხედვითაც, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ არაერთი ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ “ფეიკ” ნიუსების კულტურის დამკვიდრებას. ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალო კონტაქტის დროს წერტილი დაესვას გაუგებრობებს და ჩვენი მეგობრები ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას”, – მოჰყვას წულუკიანის სიტყვები “საქართველოს პირველ არხს”.