ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

პენტაგონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურნენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩამოგდებულია დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი თვითმფრინავი, რომელსაც სამხედრო დახმარება გადაჰქონდა.

“მე არ მიმიღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებმა დასავლური იარაღი ჩამოაგდეს. არ არსებობს არანაირი ნიშან-წყალი იმისა, რომ მათ დახმარებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს”, – აცხადებენ პენტაგონში.

მანამდე, ეს ინფორმაცია უარყო უკრიანის დაზვერვის სამსახურმაც.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ მათ ოდესის ოლქში ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გადაჰქონდა. ეს ინფორმაცია აქტიურად გაშუქდა კრემლის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში.

 

იტვირთბა....