aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

20 000-ზე მეტი დაღუპული სამხედრო – უკრაინული მხარე მტრის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ უკვე 20,6 ათასს მიაღწია.

ამასთან, ანალიტიკური ჯგუფი Conflict Intelligence Team (CIT) აქვეყნებს მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, არ დარჩენილა რუსეთის არც ერთი საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, რომელსაც დანაკარგები არ მიადგა. CIT-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი დანაყოფია.

ამასთან, როგორც გამოცემა UNIAN ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, საზღვაო ქვეითთა დანაკარგები განსაკუთრებით საყურადღებოა მოლდოვაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებული ხმების ფონზე.

“არ დარჩენილა რუსეთის საზღვაო ქვეითთა არც ერთი ბრიგადა, რომელმაც უკრაინაში დანაკარგი არ განიცადა. იმ ფონზე, რომ არსებობს ხმები მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ, ეს შესამჩნევია – თუ მათი საბრძოლო მზადყოფნა დაიკარგება, მოლდოვაზე, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმისთვის ძალები აღარ დარჩებათ”, – წერია ინფორმაციაში.

ამას გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ მათმა მებრძოლებმა ოკუპანტების შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. საუბარია ერთ თვითმფრინავზე, ოთხ უპილოტო საფრენ აპარატსა და ორ საკრუიზო რაკეტაზე.

უკრაინული მხარის ცნობით, 18 აპრილის მონაცემებით, რუსეთის არმიის სხვა დანაკარგები ასეთია:

  • 790 ტანკი
  • 2 000 ბრონირებული მანქანა
  • 381 საარტილერიო სისტემა
  • 130 მრავალჯერადი რეაქტიული სისტემა
  • 67 საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა
  • 167 თვითმფრინავი
  • 147 ვერტმფრენი
  • 487 საავტომობილო ტექნიკა
  • 8გემი-კატერი
  • 76 საწვავითა და საპოხი მასალებით სავსე ავზი
  • 155 უპილოტო ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი
იტვირთბა....