ხარკოვში ოკუპანტებმა ფერიცვალების სახელობის ეკლესია დაბომბეს.
ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, ტაძარს თავს თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა ტაძარი და საკვირაო სკოლა.