ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ, თუმცა ელიან, რომ მათთვისაც იბრძოლებენ” – აზოვის მეთაური

აზოვის ბატალიონის მეთაური, ანდრეი ბელეცკი ბელეცკი ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ შეიარაღების თვალსაზრისით მდგომარეობა მარტივი არაა, თუმცა მისივე თქმით, საკვები პროდუქტების კუთხით აზოვსტალში არსებული სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში.

“ქალაქი უკვე თითქმის ორი თვეა ალყაშია. არაფერი მიეწოდებათ. შესაბამისად, შეიარაღებასთან დაკავშირებით მდგომარეობა მარტივი არაა. განსაკუთრებით, როცა საქმე საარტილერიო, მძიმე შეიარაღებას ეხება. ჯერჯერობით იარაღი აქვთ. რთული სიტუაციის მიუხედავად, აზოვსტალში სიტუაცია მაგალითად საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესია ვიდრე ალყაში მოქცეულ სხვა წერტილებში. ბიჭები მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ, თუმცა ელიან, რომ უკრაინა და მსოფლიოს ცივილიზებული ძალებიც მათთვის ბოლომდე იბრძოლებენ”, – განაცხადა ბელეცკიმ.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....