უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა დაასრულა საკუთარი ძალების გადაჯგუფება აღმოსავლეთში და მზად არის შეტევის დასაწყებად.
“ამჟამად აგრესორმა დაასრულა ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში შეტევის დასაწყებად. შემტევი ჯგუფების გაძლიერება დამატებითი რუსული შენაერთების გადმოსროლით განხორციელდა. ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს არ წყვეტს.