ახალი ამბები უკრაინის ომი

“ამ ჯართსაც რომ გაუნადგურებენ, მერე რით აპირებენ ბრძოლას?” – ბატიაშვილი

[su_quote]მას შემდეგ, რაც მეტნაკლებად ახალი რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა, ახლა რუსებმა ძველი დასაწყობებული ტექნიკის გადასროლა დაიწყეს დონბასში.

ამ ფოტოზე ჩანს დონბასისკენ მიმავალი 1970-იანი წლების დასაწყისში “ზილის” ბაზაზე აწყობილი “გრადების” კოლონა.

ბრონირებულ მანქანებზე უფრო უკან წავიდნენ და 1960-იან წლებში გამოშვებულებს აგზავნიან.
ფაქტიურად, ყველაფერი შეაგროვეს, რაც კი დადიოდა დონბასზე შეტევისთვის (მეორე საკითხია, რამდენად ბრძოლისუნარიანი შეიძლება იყოს ეს მოძველებული ტექნიკა).

ამოცანა გვეკითხება, ამ ჯართსაც რომ გაუნადგურებენ, მერე რითი აპირებენ ბრძოლას?[/su_quote]

ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი წერს.

 

 

 

იტვირთბა....