aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

მეუფე იაკობი ომზე: ძველად, ალბათ, რომელიმე მხარეს დავიჭერდი, დღეს არავის სიკვდილი მიხარია

ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც უკრაინაში ასეთი სასტიკი ომი მიმდინარეობს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მეც მიკვირს, ძველად, ალბათ, რომელიმე მხარეს დავიჭერდი და ვიღაცის სიკვდილი შეიძლება, გამხარებოდა, მაგრამ დღეს ისე ვარ, არავის სიკვდილი მიხარია და რაც მალე მორჩება ეს უსამართლო, საზიზღარი ომი, მით უფრო კარგი ყველასთვის. უკრაინელებს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. ჩვენგანაც ხომ ხედავთ…  ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული წირავს თავს  და ყველას ვუსამძმრებ. სიკვდილისთვის ყველა ცოდოა. ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი, ადამიანთა ცოდვამ შემოიტანა სიკვდილი. ვეღარ გავძეხით ერთმანეთის სიცოცხლის ხელყოფით
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

იტვირთბა....