ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

პაპუაშვილი: რაც ჩვენ ვნახეთ ირპენსა და ბუჩაში, ეს არის არაადამიანური აგრესია

[su_quote]აქ იმისთვის ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რაც ჩვენ ვნახეთ ირპენსა და ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს არის არაადამიანური აგრესია. ეს, რა თქმა უნდა, გვახსენებს იმას, რაც 2008 წელს საქართველოში, კერძოდ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაზე უკეთ გვესმის, რას გრძნობს ახლა უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა და ის, თუ რა მამაცია უკრაინელი ხალხი და მთავრობა, რომლებიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგნენ[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირპენში განაცხადა.

შეგახსენებთ, 9-კაციანი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას დღეს ეწვია. მათ ურკაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა უმასპინძლა.

ამავე თემაზე: “ბუჩისა და ირპენის ნახვის შემდეგ, პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთს არანაირ დახმარებას არ გაუწევს”, – სტეფანჩუკი

იტვირთბა....