ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე არსებობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ ბელარუსის ტერიტორიიდან მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების საფრთხის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

“ჯარების გადაჯგუფების პროცესში ბელარუსის ტერიტორიიდან დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 83-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის განყოფილების სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანის ფაქტები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ასევე შენარჩუნებულია რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო შეტევების საფრთხეც.

“ასევე არის გამორიცხული, რომ ოკუპანტები სარაკეტო დარტყმებს და საარტილერიო დაბომბვებს გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან”, – აღნიშნავენ გენშტაბში.

იტვირთბა....