უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთის ფლანგზე ძალების მიმართვის მიუხედავად, რუსეთს ხელი არ აუღია კიევის და მთელი უკრაინის დაკავების გეგმაზე.
როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინის ნაციონალური მარათონის ეთერში განაცხადა, საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე ადრეა, თუმცა, ამ ეტაპზე, უკრაინის უპირატესობა აშკარაა.
“რუსეთს ხელი არ აუღია მთელი უკრაინის, მათ შორის, კიევის აღების გეგმაზე. თუ კარგად დავუკვირდებით მის ქმედებებს, ეს ცხადი ხდება. პრინციპში, ისინი ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენი წინააღმდეგობა აღიზიანებთ. ამას შეიძლება შურისძიება დავარქვათ, შეიძლება, სხვა სახელიც მოვუძებნოთ. ამ მომენტში, როდესაც ომის აქტიური ფაზა გრძელდება, საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თუ შევადარებთ, რისი გაკეთება გამოუვიდა რუსეთს და რისი არდაშვება შეძლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მაშინც ეჭვკარეშეა, უპირატესობა ჩვენს მხარესაა”, – განაცხადა მალიარმა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.