ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დღეს უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღეს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მათი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაღუპულები არიან ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.

მანამდე, ვანო ნადირაძემ უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის, არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია. როგორც მისმა ოჯახმა TVპირველს განუცხადა, 58 წლის ქართველ მეომარს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

რუს ოკუპანტებთან ომს უკრაინაში ამ დრომდე ცხრა ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დღევანდელ ტრაგედიამდე, სხვადასხვა დროს დაიღუპნენ დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა და ნიკა შანავა.

იტვირთბა....