ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილი: გულისამრევია პრემიერის განცხადება, რომ პანაშვიდზე მისვლა არ ევალება

[su_quote]ჩემთვის დამთრგუნველია და გულისამრევი, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები, რომ თურმე პანაშვიდზე მისვლა მას არ ევალება. მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში, რომ თურმე ვერ ხედავს ამაში პრობლემას და თუ ჟურნალისტი დაუსვამს კითხვას – “გმირი ბიჭების პანაშვიდზე რატომ არ მიდიხართ, ბატონო პრემიეროო”, ამასობაში მიაყოლებს ჟურნალისტებს, რომ ეს პროვოკაციული კითხვაა და მიცვალებულებით სპეკულაციაა თურმე. წარმოუდგენელი ამბავია. ამორალურია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი გმირი ბიჭების მიმართ[/su_quote]

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა TVპირველის ეთერში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც მან უკრაინაში დაღუპული ქართველი მბრძოლების შესახებ ჟურნალისტების შეკითვის საპასუხოდ გააკეთა.

იტვირთბა....