ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილი: იყო პრობლემა, პირდაპირ გეუბნებით, ვწუხვარ ამის გამო გულწრფელად

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს TVპირველის ეთერში სტუმრობისას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ შეატყობინა პარტიამ მედიას და საზოგადოებას, რომ უკრაინაში ჩადიოდა. ხაბეიშვილის თქმით, იყო კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც, წუხს.

“რაც შეეხება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის და წარმომადგენლობის ჩასვლას და იქ კონკრეტულ პრობლემას, ცხადია, მეც მოვიკითხე, გავარკვიე და გულწრფელად გეუბნებით, რომ ვწუხვარ ამის გამო, პირდაპირ გეუბნებით. როგორც ჩანს, კომუნიკაციის პრობლემა იყო და იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება და ეს პრობლემა აღმოიფხვრება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კარგი არ არის, ძალიან ცუდია და ვწუხვარ ამის გამო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, მათ შორის, თქვენს მედიასაშუალებას. ამ მიმართულებით მე არ ვარ მთავარი კომუნიკატორი მედიასა და პარტიას შორის, მაგრამ მე რაც მოვიკითხე, იყო პრობლემა, ვწუხვარ ამის გამო გულწრფელად”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის პარალელურად, უკრაინაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წერვებიც ჩავიდნენ.

იტვირთბა....