ახალი ამბები უკრაინის ომი

ზელენსკიმ ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სთხოვა – The Washington Post

The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

როგორც გამოცემა წერს, ზელენსკიმ აღნიშნული თხოვნით ბაიდენს ბოლო სატელეფონო საუბრისას მიმართა.

“ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება ყველაზე ძლიერი და შორს მიმავალი სანქციებია აშშ-ის არსენალში”, – წერს The Washington Post

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ვაშინგტონი თავს იკავებდა საბჭოთა კავშირის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერდა ჯგუფებს, რომლებიც 1970-1980-იან წლებში ტერორისტებად ითვლებოდნენ.

 

 

 

 

 

იტვირთბა....