მას შემდეგ რაც რუსეთის არმიამ კიევის ოლქი დატოვა, ტერიტორიაზე 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, – განაცხადა ნებიტოვმა.