საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარს “ტვიტერზე” ეხმაურება.
“მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“, – წერს დარჩიაშვილი.