ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: მსოფლიო უნდა იყოს მზად, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

“არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება, არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ; მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

იტვირთბა....