ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” უკრაინაში დელეგაციის ვიზიტისას პროვოკაციას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და ამიტომ არ შევიდნენ დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში მიემგზავრება.

ვოლსკის თქმით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს ინფორმაცია უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს.

“დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა, რაც უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება”, – ციტირებს ვოლსკის სიტყვებს “ინტერპრესნიუსი”.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში დღეს მიემგზავრება.

იტვირთბა....