aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

პოლონეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრე ერმაკის ინფორმაციით, პოლონეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა. მისივე ცნობით, ქვეყანა სხვა სანქციებსაც უწესებს აგრესორ სახელმწიფოს.

“რუსეთთან ეკონომიკური ომი გრძელდება. პოლონეთმა რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა. ასევე, მიიღო სპეციალური გადაწყვეტილებების შესახებ აქტი, რომელსაც ხელს აწერს პოლონეთის პრეზიდენტი და რომელიც იმ სუბიექტების აქტივების გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში”, – აცხადებს ერმაკი.

ანდრე ერმაკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის არიან იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიღებოდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური გადაწყვეტილებები სწრაფად.

“პალტიისპირეთის ქვეყნების მიერ რუსული გაზის შესყიდვაზე უარის თქმა და პოლონეთის განცხადება იმის თაობაზე, რომ  რუსული ნავთობის და გაზის იმპორტის შეჩერებას აპირებს, არის ის გადაწყვეტილებები, რასაც უკრაინა დასავლეთისგან ელის. ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან ყოველი დღისთვის, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში იკარგება, უკრაინელები იხდიან ზედმეტად დიდ ფასს – ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლეს”, – აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

იტვირთბა....