ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დაღუპულთა თითქმის 85%-ს ნატყვიარები აქვს – ბუჩას მერი

ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის განცხადებით, ქალაქის მაცხოვრებლების ცხედრების უმრავლესობას ნატყვიარები აღენიშნება. მისი თქმით, ეს იმის დასტურია, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდოებიანი მაცხოვრებლები განზრახ მოკლეს.

“ქალაქში აღმოჩენილი ცხედრების 85 პროცენტზე მეტს ნატყვიარები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი განზრახ დახოცეს”, – აცხადებს მერი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ქალაქი ბუჩა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს, იქ შესულულებს მშვიდობიანი მაცხოვრებლების ცხედრები დახვდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გვამებს ხელ-ფეხი ჰქოდათ შეკრული და წამების კვალი აღენიშნებოდათ. მომხდარი არაერთმა ქვეყნის ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო.

 

იტვირთბა....