ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ოპოზიციაზე: კისერი ეტეხა იმ პაპუაშვილს, საერთოდ რაზე ევაჭრებოდნენ?

[su_quote]გამოვიდა ის, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე წამოაგო ანკესზე ოპოზიცია და წყალში გადაუყარა მთელი ის უპირატესობა, რაც მიღებული ჰქონდა უკრაინის თემასთან დაკავშირებით. ბავშვებივით აბურთავეს, რასაც ქვია და ესენიც ამაზე ხელს აწერენ. დანარჩენ ოპოზიციაზეც ვიტყვი, გასაგებია, არ მომწონს, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, მაგრამ ახლა მთლად ისე გამოუვიდათ ამათ, დაუჯდნენ კაბინეტში და ევაჭრნენ, ერთი კაცი წავა, ორი წავა თუ სამი. რაზე ვაჭრობენ? კისერი ეტეხა იმ პაპუაშვილს, ვინც უნდა ის ჩაეწერა იმ დელეგაციაში, ამით რა იცვლებოდა, ვერ გავიგე. რაზე ევაჭრებოდნენ საერთოდ, რა უნდოდათ?[/su_quote]

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TVპირველის ეთერში განაცხადა საპარლამენტო დელეგაციაზე საუბრისას, რომელიც უკრაინაში უნდა გაემგზავროს.

იტვირთბა....