ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ომმა უკრაინაში შესაძლოა, იმ მასშტაბის სიღარიბე და შიმშილი გამოიწვიოს, როგორიც ათწლეულებია არ გვინახავს – ანტონიუ გუტერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეში  განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა შესაძლოა, მსოფლიოს მაცხოვრებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ სიღარიბემდე და შიმშილობამდე მიიყვანოს, როგორიც ათწლეულებია არ გვინახავს.

როგორც გუტერეში Twitter-ზე წერს, საუბარია მსოფლისო მაცხოვრებლების ერთ მეხუთედზე.

“ომმა უკრაინაში შეიძლება, მსოფლიოს მოსახლეობის 1/5 იმ მასშტაბის სიღარიბემდე, გაჭირვებამდე და შიმშილამდე მიიყვანოს, როგორიც ათწლეულებია, არ გვინახავს. მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხისთვის ერთადერთი გამოსავალი, მშვიდობაშია”, – აღნიშნავს ანტონიუ გუტერეში.

მანამდე, გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომმა უკვე დაარღვია მიწოდების ჯაჭვების და საწვავის, საკვებისა და ტრანსპორტის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც გამოცემა UNIAN წერს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის გარდა, მზესუმზირის ზეთის ყევლაზე მსხვილი მიმწოდებელი და ასევე, სოიოს, ფრინველის ხორცის, თაფლისა და რძის პროდუქტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპორტიორი ქვეყანაა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....