უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის მაცხოვრებლებს აშინებენ, რომ არსებობს საფრთხე, მათ უკრაინა დაესხას თავს.
“მშვიდობიან მოსახლეობას ეუბნებიან, რომ უკრაინულ დანაყოფებს ბელორუსის ტერიტორიაზე თავდასხმა ნებისმიერ დროს შეუძლიათ”, – წერს გენშტაბი Facebook-ზე.
მათივე ინფორმაციით, ბელარუსის სოფელ ხოლმიჩში, საგუშაგოებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო პოლიცია პირად ტელეფონებს ამოწმებს.