[su_quote]რა თქმა უნდა, [ბაიდენის განცხადება გენოციდზე] არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. ამიტომ, სამართლებრივი შეფასებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენგან პოლიტიკური შეფასება გაკეთდეს. ამაზე ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს. იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჯერჯერობით, საერთაშორისო დონეზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია ამაზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟრნალისტის კითხვაზე – “რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, არის თუ არა გენოცოდი?”, – პასუხად განაცხადა.
ცნობისთის, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის მოქმედებას გენოციდი უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ სიტყვა “გენოციდის” ხსენებისგან თავს შეიკავებდა.
“დღეს, ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან”, – განაცხადა მან.