მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

წილოსანი: ისეთი დროა, ინაშვილი, ბურჯანაძე და ნატო ჩხეიძე რომ გყავდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაშიც კი, ცოტა ხნით მაინც თავს უნდა იკავებდე მათ პრორუსულობაზე საუბრისგან

[su_quote]ახლა ისეთი დროა, ინაშვილი, ბურჯანაძე და ნატო ჩხეიძე რომ გყავდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაშიც კი, ცოტა ხნით მაინც თავს უნდა იკავებდე მათ პრორუსულობაზე საუბრისგან იმისთვის, რომ ქვეყნის გარეთ შენი ქვეყნის იმიჯი არ დააზიანო.
ამათ ნატო ჩხეიძე ხატია დეკანოიძის მოადგილედ ყავთ, ბურჯანაძე – პარტნიორად და ირმა ინაშვილთან ბადრი ჯაფარიძის მეშვეობით კონტაქტობენ.
ამავე დროს, რუსეთის აგრესიის პარალელურად, ომის პარტია აძლიერებს აგრესიულ მესიჯებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე… და ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და რუსების მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი ისკანდერის ნაწილები ჰააგას დაუმალეს!..
P.S. რაც აქ წერია, არცერთია შეფასება, ყველა ფაქტია![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი.

იტვირთბა....