ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპი: გენოციდია, რაც უკრაინაში ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გენოციდი უწოდა.

“ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია. ჩემი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში, რადგან ჩემი ძალისხმევის შედეგად, მსოფლიოში ყველაზე მძლავრ და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ბირთვულ იარაღს ვფლობთ. ასე რომ, ადამიანები თავის ნებაზე არ უნდა გვატრიალებდეს”, – განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....