მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

UNIAN: კიევზე თავდასხმის შემთხვევაში, არესტოვიჩი მოსკოვს საპასუხო დარტყმებით ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კიევის სამთავრობო შენობებზე, შესაძლოა, დარტყმები მიიტანონ.

გამოცემა UNIAN-ის ცნობით, არესტოვიჩმა Фейгин Live-ის ეთერში აღნიშნა, ამ შემთხვევაში, უკრაინული მხარე საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.

“მათ თქვეს, რომ მმართველობის იმ ორგანოზებზე განახორციელებენ დარტყმებს, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაზე არიან პასუხისმგებელი. ანუ, საფრთხე ემუქრება სამხედრო მმართველობის უწყებებს და უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ყველა ცენტრალურ აპარატს. შესაძლოა, რადა-ს, მინისტრთა კაბინეტს, პრეზიდენტის ოფისს… ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის – მმართველობითი ორგანოების მიმართ ნებისმიერი გასროლის შემთხვევაში, ჩვენ შესაბამისი პასუხი გვექნება. მინდა აღვნიშნო, რომ [რუსეთზე დარტყმის] შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ამ შესაძლებლობას ჯერ არ ვიყენებთ. ნებისმიერ ომს გააჩნია ესკალაციის ხარისხი. გინდათ ესკალაცია? – მიიღებთ მას”, – ციტირებს UNIAN არესტოვიჩის სიტყვებს.

იტვირთბა....