ახალი ამბები საზოგადოება

სასულიერო პირს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა მღვდელმსახურება შეუჩერდა

შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, სასულიერო პირ მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება შეუჩერდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მისივე ცნობით, მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი სავარაუდოდ, აღნიშნული სასულიერო პირის მიერ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებული განცხადებები გახდა.

“მეუფის გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურეობა დროებით შეუჩერდა მამა ვახტანგ თოხაძეს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შემოქმედის ეპარქიის კრებაზე მიიღებენ. სასულიერო პირთა კრება შემოქმედის ეპარქიაში უახლოეს დღეებში გაიმართება”, – წერს მედია.

ცნობისთვის, გუშინ  ოზურგეთის ეპარქიის სასულიერო პირმა, ვახტანგ თოხაძემ, რომელმაც “ალტ ინფოს” ოფისი აკურთხა, განაცხადა შემდეგი  – “რა შუაშია პუტინი? მასე აკეთებს ყველა, როცა ომია – ქალებიც და ბავშვებიც კვდებიან, ყველგან”.

იტვირთბა....