ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედაგად მუშა დაიღუპა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 27 წლის ჯაბა ქამადაძე სიმაღლიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა.

როგორც ოჯახის ახლობელმა TVპირველს განუცხადა, გამომძიებლებმა ვიდეო აჩვენეს, რომელშიც ჩანს, რომ ის ამწეზე მუშაობდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, პრობლემა სამშენებლო კალათას შეექმნა, რომელშიც მუშა იმყოფებოდა.

შემთხვევას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.
ცნობისთვის, ჯაბა ქამადაძე სამოქალაქო აქტივისტი იყო.
იტვირთბა....