პარტია “გირჩი” Facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩავა და მათი პარტიიდან, დელეგაციის შემადგენლობაში ვახო მეგრელიშვილი იქნება წარმოდგენილი.
“ამ კვირის ბოლოს უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩავა, ყველა პარტიის ჩართულობით. პარტიებს თითო დეპუტატი ეყოლებათ დელეგაციაში. ჩვენგან ვახო იქნება, მეგრელიშვილი”, – წერს “გირჩი”.