მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში დაღუპულთა რაოდენობა 10 000-სს აჭარბებს, თუმცა, შესაძლოა, მსხვეროლი 20 000-ზე მეტიც იყოს. მისი ინფორმაციით, ქალაქში ამ დრომდე 120 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი რჩება, რომლებსაც საკვების, წყლის, გათბობისა და გარესამყაროსთან კავშირის გარეშე უწევთ ცხოვრება.
“ქალაქის ქუჩები ცხედრებით არის გადავსებული. დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, 20 000-სს აჭარბებდეს”, – მოჰყავს Associated Press-ს ბოიჩენკოს სიტყვები.
მარიუპოლის მერის თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ, რომ მათ მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის ფაქტები დაფარონ. მისივე ინფორმაციით, ისინი მოძრავ კრემატორიუმს იყენებენ გვამების დასაწვავად.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.