aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: “ოცნებასთან” ერთად ბუჩაში რომ წავიდე, უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო

ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე უბარლოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო. მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში. ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყანის ინტერესებს არ ემსახურება ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან. ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას, მაგრამ პრორუსი და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი!
წერს პარტია პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” და ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში აპირებს გამგზავრებას. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მზაობა უკვე დაუდასტურა.
იტვირთბა....