ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსმა სამხედრომ ჩვილი გააუპატიურა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დადგინდა რუსი სამხედროს ვინაობა, რომელმაც ჩვილი გააუპატიურა და შემდეგ ძალადობის ამსახველი ვიდეო თანამებრძოლებს გაუგზავნა.

ზელენსკის თქმით, ასეთია რუსული სამყარო და ასეთები არიან რუსი სამხედროები.

“სოფლებსა და ქალაქებში გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვანი გოგონები და მცირეწლოვანი ბავშვები. საშინელებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს მოხდა. დადგინდა რუსი სამხედროს ვინაობა, რომელმაც ჩვილ ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სხვა მებრძოლებს გაუგზავნა. ეს პირი არის, ბიჩკოვი ფსკოვიდან…ვიდეოში ჩანს როგორ ტანჯავს ბავშვს. ასეთია რუსული სამყარო, ასეთები არიან რუსი სამხედროები…ასეთი ომი დაიგეგმა უკრაინის წინააღმდეგ”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....