ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ერთად გამარჯვებამდე” – პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან, – აღნიშნულის შესახებ Twitter-ზე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დაწერა და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

ნაუსედა აღნიშნავს, რომ ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.

“მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ”, – წერს ნაუსედა.

https://twitter.com/GitanasNauseda/status/1514090835448668160

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....