ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

პროდუქტები გაძვირდება? – „იმპორტის შემცირება მოსახლეობისთვის არ არის კარგი” – გიორგი ქადაგიძე

 

ახლახანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ ამ ბრიფინგის ტექსტს შეუცვლელად.

გიორგი ქადაგიძე: ლარის ბოლო გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც გაუჩნდათ ბაზრის მონაწილეებს, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. საგადამხდელო ბალანსი 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენას არ ახდენს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის ორი და ოთხ კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკადები დაბალანსებულია. მეორე ფაქტორი გახლავთ ფულის მასა. მოგეხსენებათ ფულის მასა ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ და მასის ზრდა არის ნულთან ახლოს, შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მხრივ არ ახდენს გავლენას. ჩვენ ამიტომ სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთვარობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია. აქვე ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ გახლავთ რეცეპტი, მას ბევრი სხვა უარყოფითი მხარე ახლავს, მათ შორის ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში  აქტივობის შემცირება და შემცირება ეკონომიკური ზრდის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ პრობლემის საფუძვლიანი გადაჭრა  და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტის და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაიმართოს საფუძვლოანი საუბარი ყველა ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა არის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილი. იმედს გამოვთქვამ, რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ანგარიშზე განხილვა.

მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას გაეზარდა სესხის მოსახურების ტვირთი, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმცირდა განკარგვადი შემოსავლები, ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ გადაიჭრას ეს, ამიტომ ბატონი მეჭიაურის სრულიად კომიკურ კითხვებზე თუ სავალუტო რეზერვების გაყიდვა საითკენ იყო მიმართული, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ბალანსის აღსადგენად იმპორტი შემცირდა. ეს მოსახლეობისთვის არ არის კარგი, მაგრამ კარგია ლარის კურსის გამყარებისთვის.

მარტივად ვიტყვი, რომ ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს, არც ბატონ ტყემალაძეს, ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურება რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. დღეს ლარის კურსი სავალუტო ჯიხურებში დოლართან მიმართებაში 2 და 53 გახდა. პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა რესურს გამოიყენებს. მათი განმარტებით ლარის გაუფასურება მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეები მომხადრი დევალვაციაა.

 

 

იტვირთბა....