ახალი ამბები პოლიტიკა

“გვაცალონ და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები არ შექმნან” – კობახიძე ნაცმოძრაობაზე

ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე, მათ შორის ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისი მაგალითებიც გვახსოვს. განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადიოდნენ კანდელაკი და სხვები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უვიზო მიმოსვლა არ მიგვეღო ევროკავშირისგან. აქაც არა მარტო ნიშნები, პირდაპირ განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ვითომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ვიმსახურებთ და ა.შ. ეს არის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობა, რაც არის უპასუხისმგებლობა. მათ არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლიათ ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ, გააკეთონ, არის ის, არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ.

 

აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

იტვირთბა....