რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი იმსხვერპლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პავლიუკი Telegram-ზე ავრცელებს.
“ოკუპაციის პერიოდში დამპყრობლებმა ბუჩის 400-სზე მეტი მაცხოვრებელი მოკლეს”, – წერს პავლიუკი.
მისივე ცნობით, ბუჩაში, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ტაძართან მდებარე ძმათა სასაფლაოზე ამ დრომდე გრძელდება ცხედრების ექსკუმაცია.
მას შემდეგ, რაც 2 აპრილს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ინფორმაცია გაავრცელა კიევის ოლქიდან ოკუპანტების სრული განდევნის შესახებ, ბუჩაში შესულმა უკრაინულმა მხარემ შემზარავი სურათი იხილა. მათ გაავრცელეს ცნობები და ფოტო-ვიდეო მასალა იმის შესახებ, რომ ქალაქში ხელ-ფეხ შეკრული და ნაწამები მშვიდობიანი მაცხობრენლების ცხედრები დახვდათ. მომხდარი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.