ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქე: რუსთავი-თბილისის მარშრუტი 70 თეთრით გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობა გაძვირდა. როგორც მეტრონომს რუსთავის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა აცნობა, დღეს, მგავრობაში ₾1,80-ის ნაცვლად 2,50-ის გადახდა მოუხდა.

“რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 70 თეთრით გაგვიძვირდა. ეს წარმოუდგენელი სითავხედეა. იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებმა მანქანები გააჩერონ და პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ, ყველა ასეთ გადაწყვეტილებას ეგუებიან. ამის მოთმენა აღარ შეიძლება”, – ამბობს მოქალაქე.

 

იტვირთბა....