ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლა რუსეთს ვერ დაეხმარება – თეთრი სახლი

თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ საკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სტრატეგიულ მარცხს უკრაინაში ვერ გამოასწორებს სარდლობის შეცვლა. ამის შესახებ, CNN-ის ცნობით, საკმა რუსული ჯარების მეთაურად გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვის დანიშვნის შესახებ კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა.

“სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით სახელგანთქმული ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშვნა არაფერს შეცვლის – ხელმძღვანელობის შეცვლა ვერ გააბათილებს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა სტრატეგიული მაცხი განიცადა. ველით, რომ გაგრძელდება ის მხეცური ქმედებები, რომლებიც უკვე ვიხილეთ უკრაინაში, მაგრამ ისევ და ისევ აღვნიშნავთ, რომ ყველაფერი პუტინის გეგმების საპირისპიროდ წავიდა და არ გვაქვს მოლოდინი, რომ კადრების ცვლილება ამას გამოასწორებს”, – აცხადებენ ბაიდენის ადმინისტრაციაში.

ამასთან, თეთრ სახლში აქვთ მოლოდინი, რომ ოკუპანტები უკრაინელი მებრძოლების ალყაში მოქცევას და მათი წინააღმდეგობის გადალახვას შეეცდებიან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

იტვირთბა....