ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ორთაჭალაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, კერძოდ ორთაჭალაში სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაიჭრა. TVპირველის ინფორმაციით, მოკლულია 32 მამაკაცი, რომელიც ხელოსნად მუშაობდა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაში, ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

“გულში დაურტყამს დანა. პატარა, 24-25 წლის ბიჭები არიან, ძმაკაცები, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ჩემს ხელში გაიზარდნენ”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დანაშაულის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

იტვირთბა....