გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყიდან კონტრაბანდული სამხედრო მასალა და ტექნიკა მიიღო. როგორც “გარდიანი” წერს, რუსეთის მომარაგება კონტრაბანდული იარაღის ირანული ქსელების მეშვეობით ხდება. გამოცემა ინფორმაციას რეგიონულ სადაზვერვო სამსახურებსა და ასევე, იმ ერაყელ მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ირანის ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ.
როგორც The Guardian წერს, მარტში, უკრაინაში მოსკოვის წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ერაყიდან რუსეთში ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ამასთან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გაიგზავნა.
“ოფიციალურმა თეირანმა მოსკოვს ასევ საჩუქრად გადასცა ირანული წარმოების სარაკეტო სისტემა Bavar 373, რომელიც რუსული S-300-ის მსგავსია, მათ ასევე რუსეთს დაუბრუნეს S-300-ები”, – წერს გამოცემა საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით.
“ირაღით ვაჭრობის დანაშაულებრივი სამყაროს გამოყენება იმის მანიშნებელი სიგნალია, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შმედეგ, რუსეთი მკვეთრად ცვლის სტრატეგიას და იძულებულია, დაეყრდნოს ირანს”, – ნათქვამია გავერცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.