საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში ორი ადამანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 393 პირი რჩება.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კვლევა ტესტით 23 138 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,69 პროცენტია.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 867 451 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 304-ია.