ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიამ პუტინის და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. როგორც გამოცემა ТАСС წერს, ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საქნეციბი 398 კერძო პირს და 29 კომპანიას შეეხო. იმ პირთა შორის, რომლებსაც ქონებები გაეყინათ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შევილებიც მოხვდნენ.

მანამდე, იაპონიის მიერ დაწესებული საქნციები პუტინის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილებსაც შეეხოთ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს, რის გამოც, მსოფლიოს ქვეყნები მის წინააღმდეგ ეტაპობრივად ამკაცრებენ სანქციებს.

იტვირთბა....