ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეგიონებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდა.

როგორც განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია, სასწავლო პროცესი შეჩერდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო  გაძნელებულია.

„გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც  გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იტვირთბა....