ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

სილვიო ბერლუსკონი პუტინის ქმედებებით “იმედგაცრუებულია”

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ თავისი პარტიის მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის “იმედგაცრუებულია” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის გამო.

იტალიური მედია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 85 წლის მილიარდერს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ გამოსვლებში  ვლადიმერ პუტინის სახელი არ უხსენებია, თუმცა მან განაცხადა, რომ „შეშფოთებულია კონფლიქტის გამო”.

„ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო აგრესიას ისეთი ნეიტრალური ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც არის უკრაინა, რომელიც დღეს დიდი პატივით იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ რუსეთი ჩინეთის ხელში ჩააგდო. სამწუხაროა, ღრმად იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ ვლადიმერ პუტინის საქციელით, რომელმაც აიღო ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე“, – ციტირებს ბერლუსკონის განცხადებას პარტიის პრესსამსახური.

მათივე ცნობით, ბერლუსკონიმ ასევე განაცხადა, რომ “ნამდვილი სამხედრო დანაშაული ჩადენილია კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში და რუსეთი ვერ უარყოფს თავის პასუხისმგებლობას”.

” მანამდე ბერლუსკონიმ არაერთხელ უწოდა პუტინს, მეგობარი, ისინი რეგულარულად სტუმრობდნენ ერთმანეთის რეზიდენციებს.

მას შემდეგ, რაც პუტინმა მას დაბადების დღე მიულოცა 2021 წლის სექტემბერში, ბერლუსკონიმ პუტინს უწოდა “ნომერ პირველი გამოჩენილი ლიდერი თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე”.

იტვირთბა....