უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც, 12 უკრაინელი სამხედრო და 14 სამოქალაქო პირი დაუბრუნდა სახლებს.
“პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს შედგა ტყვეთა მესამე გაცვლა. სახლში ბრუნდება ჩვენი 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ერთი ქალი ოფიცერი. ასევე გათავისუფლებულია 14 სამოქალაქო პირი, რომელთაგან ცხრაც ქალია” – წერს ტელეგრამზე უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი.
მას რუსეთის მხარისთვის გადაცემული ტყვეების შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია.