საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომში გამარჯვებას ბრძოლის ველზე შეძლებს. ამის შესახებ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.
“ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დამატებით გამოყოფილი 500 მილიონი ევროს განკარგვა. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ჩვენ უკვე დავაწესეთ მასშტაბური სანქციები, მაგრამ ენერგეტიკულ სექტორში მეტის გაკეთებაა საჭირო. შემდგომ ნაბიჯების განსახილველად ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მოვიწვიე”, – წერს ბორელი.