ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი: გადავწყვიტე, ბუჩაში ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტით ჩასვლას გავუკეთო კოორდინირება

[su_quote]დღეს საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მტკიცე მხრადაჭერის და თანადგომის ჩვენება სჭირდება უფრო მეტად საქართველოს, ვიდრე უკრაინას. ჩვენი პარტიის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი უკვე ერთი თვეა იბრძვის უკრაინაში და ზუსტად ამის საჩვენებლად აკეთებს ამას. ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. მაგრამ ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად, უმჯობესია ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას. ამიტომ გადავწყვიტე, მე როგორც ვიცე სპიკერმა გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ბუჩაში ჩასვლას, იმედი მაქვს მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, რათა ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის საერთო პოზიცია. დღეს არა დაყოფის და დაპირისპირების, არამედ ერთიანობის დემონსტრირების დროა[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი.

იტვირთბა....